LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბიზნესსექტორი 678 000 ადამიანს ასაქმებს: საშუალო ხელფასი 1 455 ლარია

85
daxmareba

2021 წლის III კვარტალში, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 678.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.4 პროცენტი ქალია, ხოლო 57.6 პროცენტი – კაცი.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 647.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 6.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 894.1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით მეტი).

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2021 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 455.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 149.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 143.6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 145.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1 484.2 ლარი;

საშუალო ბიზნესი – 1 703.8 ლარი;

მცირე ბიზნესი – 1 253.7 ლარი.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები