LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბოლო 24 საათში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – NCDC მადლობას უხდის მოქალაქეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის

81
235381567-4248227711931793-1973166098175024868-n

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ცნობებით, გუშინ, 10 აგვისტოს აიცრა 23 935 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 10 აგვისტოს აიცრა 23 935 პირი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები