LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები – კახა კალაძე

184
15179851865a7a9da2d56794.18193327

საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები,- ასე გამოეხმაურა გუშინ განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი. კახა კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ რაც მოხდა ძალიან სამწუხარო იყო.

„ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ძალიან სამწუხაროა. საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები. ყოველთვის ყველას უფლებები დაცული იყო, დღესაც დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული,” – განაცხადა კალაძემ.

 

თბილისის მერმა განცხადება ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ოპოზიცია ამბობდა, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ. კალაძის თქმით, ოპოზიცია და ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე, „ერთმანეთს აცოცხლებენ“.

ვოლსკი, კვიციანი, ბრეგაძე, ვასაძე, კორკოტა - ეს ერთი გუნდია - გიგა ბოკერია

ეს ერთი გუნდია, რომელიც შეკრიბა ივანიშვილმა და რომელიც გაათავხედა ყველა ერთად ივანიშვილმა

„ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი – ის ადამიანები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და მეორე ის ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ანალიზზსაც სწორს გააკეთებს,”- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ გუშინ, 8 ნოემბერს რადიკალურმა “ქართული მარშის წევრებმა”, ასევე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლა სურდათ. რადიკალურად განწყობილი საზოგადოება კინოთეატრებთან იყო მობილიზებული და ცდილობდნენ კინოჩვენება ჩაეშალათ. მიუხედავად მცდელობისა შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ყველა კინოთეატრში პრემიერა შედგა.

უწყებისვე ცნობით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

მოვალთ და იგივეს ვიზამთ – ლევან ვასაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები