LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ცნობილი დირიჟორი კარლო პონტი ჩამოდის

424

საქართველოს დღეს ცნობილი დირიჟორი, ლეგენდარული მსახიობის სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ეწვევა. კარლო პონტი 9 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. დღეს კი კარლო პონტი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

კარლო პონტი უმცროსი ჟენევაში 1968 წლის 29 დეკემბერს ლეგენდარული მსახიობის სოფია ლორენისა და იტალიელი პროდიუსერის კარლო პონტის ოჯახში დაიბადა.

პონტის, სადირიჟორო კარიერის მანძილზე 30–მდე სიმფონიურ ორკესტრთან აქვს ნამუშევარი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, რომელშიც შესულია კონცერტები მისი დირიჟორობით, ასევე იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ამერიკულ რადიო და ტელეარხების მუსიკალურ გადაცემებში. კარლო პონტის მონაწილეობა აქვს მიღებული 11 სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში და ამ პერიოდის განმავლობაში მას გადაეცა 5 საპატიო ჯილდო. ამჟამად კარლო პონტი აშშში მოღვაწეობს.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – “ნატვრის ხეგრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს 9 იანვარს, 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.

კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიო ვარსკვლავები: ტენორი ალესანდრო საფინა; “მის ჰოლივუდი 2005″, ოპერის და ესტრადის დივა ენჯელ ბლუ; ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; დირიჟორი კარლო პონტი; ნინო სურგულაძე; თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდი.

4d2e8afe-d7eb-4421-a6ad-a8d60d09de03

f6e4b655-b14d-4108-82da-1a8dc9dd589e

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები