LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დამატებით 1800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

109
ვაკანსია-დასაქმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმატებით მიმდინარე პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გააფართოვა.

პროგრამას დაემატა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტი, რომლის პრეზენტაციაც მარნეულში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აღნიშნული საბადო ახალი კომპონენტის ფარგლებში ბიზნესისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი მსხვილი ობიექტია.

„ბიზნესს ვთავაზობთ წიაღისეულის ათვისების ლიცენზიის ას პარალელურ ელექტრონულ აუქციონს, რაც ძალიან მასშტაბური და საინტერესო ინიციატივაა. ეს შეეხება ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, მათ შორის, ეს არის სხვადასხვა ლითონები, სამთო ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, რათა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს, კიდევ უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, ჯამში, წიაღისეულის ასი ლიცენზია არის, სულ მცირე 82 მლნ. ლარის საწყისი ღირებულების პაკეტია, რა თანხაც შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. მისივე თქმით, ეს არის, სულ მცირე, 120 მილიონი ლარის ინვესტიცია, რა ვალდებულებასაც ბიზნესი აიღებს იმ ნაწილში, რომ არამხოლოდ მოიპოვოს,, არამედ ადგილზე გადაამუშავოს წიაღისეული.

„ეს არის დამატებით, სულ მცირე, 1800 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში“ – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები