საქართველოში დღეს ორ ლოკაციაზე მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ბორჯომსა და ახალციხეში დაფიქსირდა.

ბორჯომში ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრი კი – სოფელი აწყური.

რაც შეეხება ახალციხეს, ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო ეპიცენტრი ახალციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელი აწყური იყო.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს ნგრევა არ მოჰყოლია.

მსგავსი თემები