LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ეკონომიკური ვარდნის ტემპი შენელდა

91
koronakrizisi-w-h

წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.

გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5%-ს შეადგენს. „წინასწარი შეფასებით, სექტემბერში წინა თვეებთან შედარებით მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 0.7%-იანი ვარდნა“, – აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში, ასევე ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში. რაც შეეხება კლებას, შემცირება დაფიქსირდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები