LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ევრო-შეშის წარმოება დაიწყეს: როგორია ეკოლოგიურად სუფთა საწვავი მასალა?

1473

საქართველოში ე.წ ევრო-შეშის წარმოება დაიწყეს. ეკოლოგიურად სუფთა საწვავ მასალას ქართულ-უკრაინული კომპანია Ecoline Energy-ი აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია კი დეკემბრის პირველ ნახევარში დაიწყება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, თამაზ ლომიძემ განუცხადა, პროდუქცია დაპრესილი ბიომასისგან მზადდება, მას არ გააჩნია ქიმიური დანამატები, შესაბამისად, 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა. ერთი შეკვრა ევრო-შეშის, იგივე ბრიკეტის წონა 10 კგ-ია და იმავე რაოდენობის შეშაზე სამჯერ უფრო დიდხანს იწვის.

”ბრიკეტებს ჩვეულებრივ შეშასთან შედარებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. პირველი ის, რომ ერთი ტონა ბრიკეტი უდრის 2 გადარჩენილ ხეს. გარდა ამისა, ნაკლებ კვამლს გამოყოფოს. შეშასთან შედარებით ბევრად მშრალია, შეშის ტენიანობა 35%-ია, ბრიკეტის კი – 1%-ზე ნაკლები. შეშა 450 გრადუსამდე ხურდება, ბრიკეტის ტემპერატურას კი შეუძლია 800 გრადუსს მიაღწიოს”, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, თხილის ნაჭუჭზე ბრიკეტების წარმოების დასაწყებად კომპანიას დიდი შრომის გაწევა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მოუხდა. საწყის ეტაპზე Ecoline Energy-ი 150 ტონა ბრიკეტს გამოუშვებს, პროდუქცია დიდ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება.

”სამომავლოდ, ბუნებრივია წარმადობას გავზრდით. თუმცა, დეკემბრის თვიდან ევრო-შეშა „დომინოს“, „გორგიასა“ და „სმარტის” ქსელში გაიყიდება. რაც შეეხება ღირებულებას, ჯერჯერობით ტარიფის დადგენის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, ნამდვილად არ ეღირება შეშაზე მეტი”, – განმარტა თამაზ ლომიძემ.
მისივე თქმით, Ecoline Energy-ი სამომავლოდ ქართული ევრო-შეშის ექპორტზე გატანასაც გეგმავს.

ცნობისთვის, Ecoline Energy-იმ ბრიკეტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა ზუგდიდში 2015 წელს დაიწყო. საწარმო, რომელიც ქართულ-უკრაინული ინვესტიციით აშენდა, ექსპლუატაციაში 2016 წლის ნოემბერში შევიდა. აქ 15 ადგილობრივი კადრი დასაქმდა, თუმცა თანამშრომელთა რაოდენობა უახლოეს პერიოდში გაიზრდება.

 

untitled-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები