LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის შტაბში გაიმართა.

შესაძლებლობა მქონდა შევხვედრილიყავი სალომე ზურაბიშვილს და პირადად მიმელოცა არჩევნებზე გამარჯვება, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის ინაუგურაცია და ის მესიჯები, რომელიც მან გააჟღერა, კერძოდ, ეროვნული შერიგება, რაც იმ მესიჯებს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება ინაუგურაციას, მე მას დავესწრები“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები