LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში განვადებით მშენებლობის პროგრამა რამდენიმე დღეში დაიწყება

69
საყრდენი-კედელი-1

ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პროგრამა, რომელიც განვადებით მშენებლობას გულისხმობს, მაისში დაიწყება. მისივე ინფორმაციით, დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებული სახით იქნება გაზიარებული ეს ინფორმაცია.

„რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ რეალურად ეს იქნება კერძო სექტორისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მათ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, შესაბამისი გამოცდილებები, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ძალიან მასშტაბურია პროექტი, 2 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, ეტაპობრივად, თუმცა, რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელება წელსვე დაიწყება, იმდაგვარად, რომ საბოლოო შედეგად ქვეყანას ექნება უფრო განვითარებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ყველა მისი მიმართულებით. ძალიან ვრცელია ეს მიმართულება და ამავდროულად, ეს იქნება შესაძლებლობა კვალიფიცირებული კომპანიებისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი ბრუნვა და შესაბამისად, ეკონომიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მაისშია დაგეგმილი, რომ დაიწყება შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება, გამოცხადებები და ა.შ“, – განაცხადა ქარსელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები