LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გერმანული კაპიტალის 1000-ზე მეტი კომპანიაა, რესურსი ბევრად დიდია – თურნავა

38
185246511-4021698194586476-4396789815121180100-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში  ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

„პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის იანვარში – მარტში საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40 პროცენტით გაიზარდა. აქტიურად მიმდინარეობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის თანამშრომლობა. საქართველოში დღეს 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, სადაც გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. ამის მიუხედავად, განვითარების რესურსი ბევრად მეტია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველო – გერმანიის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილა და ყურადღება გამახვილდა ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას. მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და შემოაბრუნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც პანდემიამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სექტორზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2023 – ის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანაა, რაც ხელს შეუწყობს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, გერმანიაში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები