LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურდა

gripisvirusi

საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, რომ გრიპის ვირუსი ჩვენს ქვეყანაში დადასტურებულია. ლაბორატორიულად დადასტურებული დაახლოებით 10 შემთხვევა უკვე გვაქვს. მოსახლეობას ამ თვალსაზრისით მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დაიცვას – აცრა არის ყველაზე უკეთესი პრევენციული ღონისძიება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის განიავება და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ოჯახის ექიმისთვის მიმართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები