LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს გადააჭარბებს

590
amindi-w-h

30 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს გადააჭარბებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.

ამასთან, 29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები