LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში Hollywood-ის კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღება იგეგმება

121
Movie-making4

საქართველოში Hollywood-ის კიდევ რამდენიმე ფილმისა და სერიალის გადაღება იგეგმება. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, Hollywood-ის მსხვილ სტუდიებთან გადაღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“Hollywood-თან მოლაპარაკებებია რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმის და სერიალის საქართველოში გადაღებასთან დაკავშირებით. საუბარია, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გადაღება წელსვე დაიწყება. ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინტერესი ძალიან მაღალია Hollywood-ის მხრიდან. ადრე გვიწევდა იმის მტკიცება, რომ საქართველო ძალიან კარგი ადგილია ფილმის გადაღებისთვის”, – განაცხადა ხიდურელმა, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები