LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია – გამყრელიძე

115
BeFunky-collage (3)

საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური ვითარება უკეთესია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 713-ს შეადგენს, ხოლო ინფიცირებულების 67 პროცენტი გამოჯანმრთელებულია, რაც კარგი მაჩვენებელია.

„რაც შეეხება გაწერას, ქვეყანაში 475 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ეს არის 67 პროცენტი მთლიანად ინფიცირებულებისა,რომელიც პრინციპში კარგი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, გვაქვს სიკვდილიანობის 12 შემთხვევა. ეს არის 1.68 პროცენტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი ლაბორატორიული კვლევები.

„გუშინ დილის 9:00 საათის მონაცემებით ლაბორატორიებში 1773 ტესტირება ჩატარდა “,- დასძინა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები