LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ინფიცირებულთა 74% გამოჯანმრთელდა – მარინა ეზუგბაია

80
Capture

“სამივე ახალი შემთხვევა საკარანტინე სივრციდანაა” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული სამი მძიმე პაციენტი მკუნრალობს.

“დადასტურებული შემთხვევების 74% გამოჯანმრთელდა, 379-ით მეტია გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა, ახალი წყარო არ გვაქვს. ჩვენ ცენტრში 38 პაციენტი გვყავდა, 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კოვიდინფექცია, ოთხივემ დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელია – კვლავ 3 მძიმე პაციენტია, მაგრამ ამ სამ პაციენტთან სტაბილიზაცია მიღებულია და მცირედი, მაგრამ ყოველდღიური გაუმჯობესება შეინიშნება”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებულ ინფიცირებულთა უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.