საქართველოში Apple-ისა და Sony-ის ტექნიკის შეძენა კრიპტოვალუტითაც შესაძლებელი იქნება. აღნიშნულ სერვისს მომხმარებელს კომპანია iPlus შესთავაზებს, რომლის დირექტორსაც – კახა სეფიაშვილს „ბიზნეს ფორმულა“ ესაუბრა.

სეფიაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობენ და პროგრამა სრულად 22 დეკემბრიდან ამოქმედდება. არსებული ინფორმაციით, გადახდა 16 სახეობის კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი.

„კვლევა ჩავატარეთ და როგორც გაირკვა, ჩვენი პოტენციური მომხმარებლების 12%-ს აქვს გარკვეული თანხა კრიპტოვალუტაში. სწორედ ამ გარემოებამ გადაგვაწყვეტინა, რომ მომხმარებლისათვის ახალი სერვისი შეგვეთავაზებინა“, – აღნიშნა „ბიზნეს ფორმულასთან“ iPlus-ის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, კრიპტოვალუტით შეძენისას წამახალისებელი კამპანიაც იმოქმედებს -როცა მომხმარებელი ტელეფონს, ან სხვა ტექნიკას შეიძენს კრიპტოვალუტაში, გარკვეული თანხა უკან დაუბრუნდება.  

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები