LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იტალიური წარმოების ფეხსაცმელების ონლაინ მაღაზია გაიხსნა, რომელიც ტრენდულ მოდელებს გთავაზობთ

2132
ipiccy-image

SHOPDROP&COMPANY – ეს იტალიური წარმოების ფეხსაცმელების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც საქართველოში 3 კვირის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს ტრენდულ მოდელებს სთავაზობს. მაღაზიის დამფუძნებლები მეგობრები – ეკა ბადუაშვილი და თაკო დვალიშვილი არიან.

SHOPDROP&COMPANY-ის დამფუძნებლები „ფორტუნას“ მაღაზიის გახსნის მიზეზებზე უყვებიან. „იქედან გამომდინარე, რომ ქართულ ბაზარზე დეფიციტურია მაღალი ხარისხის ევროპული წარმოების ფეხსაცმელი, მეგობრებს დაგვებადა იდეა, ჩვენ პარტნიორთან ერთად, რომელიც საქმიანობს იტალიაში, შეგვექმნა ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებოდა, შეეძინა კარგი ხარისხის იტალიური ფეხსაცმელი. სხვათა შორის, დაახლოებით, 3 კვირაა, რაც ონლაინ პლატფორმაზე გამოვჩნდით და საკმაოდ მაღალია ინტერესი პროდუქციის მიმართ, რასაც ჩვენც არ მოველოდით“, – ამბობენ ეკა და თაკო.

მათივე ინფორმაციით, SHOPDROP&COMPANY მომხმარებელს სთავაზობს იტალიური ფეხსაცმლის ტრენდულ და აქტუალურ მოდელებს, რომლებიც ადგილზევეა ხელმისაწვდომი.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი პროდუქციის იმპორტი ხდება იტალიიდან და ეს პროდუქცია გათვლილია მომხმარებლის საშუალო საფასო სეგმენტზე. ჩვენი კონკურენტი მაღაზიებისგან გამოვირჩევით იმით, რომ პროდუქცია გვაქვს ადგილზე, ასევე შესაძლებელია ფეხსაცმლის მოზომვა და გადაცვლაც სხვა ზომაში, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლისთვის. ცალკე ხაზგასასმელია, ხარისხიც“, – განმარტავენ SHOPDROP&COMPANY-ს დამფუძნებლები.

ისინი სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ აპირებენ პროდუქციის გამრავალფეროვნებას და იტალიური წარმოების ჩანთებისა და აქსესუარების დამატებასაც. განიხილება ასევე ფიზიკური მაღაზიის გახსნაც, სადაც მომხმარებელი ადგილზევე შეარჩევს სასურველ პროდუქციას.

ცნობისთვის, SHOPDROP&COMPANY-ში დღეიდან Black Friday-ის კვირეული დაიწყო და 20-30% იანი ფასდაკლება გავრცელდება ფეხსაცმელების სრულ კოლექციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები