LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მე ჯერ არ მინახავს არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმე პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვლილიყო – თენგიზ ცერცვაძე

143
cercvadze-4

“საქართველოში მე ჯერ არ მინახავს არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმე პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვლილიყო”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მან დეტალურად განმარტა, რას ნიშნავს პოსტკოვიდური სინდრომი და რა სახის სიმპტომები ახასიათებს მას.

„პოსტკოვიდური სინდრომი შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად. ერთი არის ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი, როდესაც პაციენტი მორჩება, ტესტი არის უარყოფითი, მაგრამ მას არ აქვს ნათელი პერიოდი და უგრძელდება რაღაც სიმპტომები. ყველაზე ხშირად ეს სიმპტომებია კუნთების ტკივილი, სისუსტე, სუფებრილური ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ცენტრალური ნერვული სისტემების შფოთი, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია და სხვა.

განსხვავებით გახანგრძლივებული კოვიდისა, მეორე ჯგუფი არის მაშინ, როცა კოვიდიდან განკურნების შემდეგ იყო ნათელი პერიოდი, ერთი თვე პაციენტს არაფერი არ აწუხებდა და ერთი ან ორი თვის მერე დაეწყო იგივე სიმპტომები. ასეთი პაციენტები ჩვენთან ძალიან ბევრია, კვლევა გვიჩვენებს თუ რამდენი პროცენტია. მაგალითად, ინგლისელებმა რეტროსპექტული კვლევით დაადგინეს, რომ ეს იყო 29,3%. ჩვენთან შეიძლება იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები, ამას კვლევა დაადგენს, მაგრამ ჩემი ემპირიული დაკვირვებით, ჩვენთანაც დაახლოებით ამდენივეა. ჯერ მსოფლიოში არ იციან, რამდენად საშიშია.

აქამდე ეგონათ, რომ საშიში არ იყო, მაგრამ ინგლისურმა კვლევამ აჩვენა, რომ ის თურმე საშიშია. დაახლოებით ყოველი მესამე ბრუნდება ჰოსპიტალში და ყოველი მერვე თუ მეცხრე შემთხვევა მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. ჩემთვის ეს შედეგები მოულოდნელი იყო, რამეთუ საქართველოში მე ჯერ არ მინახავს არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმე პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვლილიყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები