LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „ჯინი“ გამოჩნდა – ბრენდი, რომელიც მუდამ მზადაა სურვილები აგისრულოთ

407
78326275-2197716633855527-2436137898769121280-o

„ჯინი“ (Genie Jewellery) – ასე ჰქვია ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის სამკაულებს სთავაზობს, ექსკლუზიურად დამზადებული დაბრენდილი სასაჩუქრე შეფუთვით, მიტანის სერვისითა და მყიდველზე ორიენტირებული სხვა კომფორტული სერვისებით.

როგორც ბრენდის მენეჯმენტში აცხადებენ, „ჯინის“ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოარჩევს.

„ჩვენი ბრენდი ამ მიმართულების ერთადერთი გვერდია, რომელიც ინტელექტუალური გათამაშებების საშუალებით ასაჩუქრებს გამარჯვებულებს, რაც შინაარსობრივადაც გაცილებით საინტერესოს ხდის გვერდს, ხოლო მომხმარებელს უჩენს ინტერესს, კიდევ და კიდევ მეტ კითხვაზე გასცეს სწორი პასუხი და გამჭრიახობისა და სისხარტის წყალობით, დასაჩუქრდეს. ამას გარდა, ვინაიდან პროდუქცია საქართველოში არ მზადდება, დღესდღეობით ხშირია შემთხვევა – „რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა“. მსგავსი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, „ჯინი“ არის, ალბათ, ერთადერთი გვერდი, რომელიც მომხმარებელს პროდუქციის რეალურ ფოტოებს სთავაზობს, რასაც ძალიან დიდი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან“, – აცხადებენ „ჯინის“ მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, „ჯინის“ ინტელექტუალური გათამაშებების, ყოველდღიური უწყვეტი ფასდაკლების აქციების საშუალებით და პროდუქციის ხარისხის გათვალისწინებით, ბრენდის მიმართ ინტერესესს სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენს. გარდა ამისა, ბრენდის დამფუძნებლები მომხმარებლების მხრიდან კეთილგანწყობის დამსახურების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კომუნიკაციის ფორმასაც ასახელებენ.

„ჩვენთვის მთავარი ორიენტირი კმაყოფილი მომხმარებელია, ამიტომ კომუნიკაციაც მაქსიმალურად არის მორგებული მის საჭიროებებსა და კომფორტზე. არაერთ მყიდველს აღუნიშნავს, რომ ჩვენთან ნივთის შეძენისას, ეს მათთვის გადამწყვეტი ნიუანსი აღმოჩენილა, რაც ძალიან გვახარებს“, – ამბობენ „ჯინის“ მენეჯმენტში.

რაც შეეხება ბრენდის სახელს, „ფორტუნას“ კითხვაზე რატომ „ჯინი“ – კომპანიაში შემდეგს ამბობენ: „მოგეხსენებათ, ბრენდის სახელის მოფიქრება ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია, რომლის დროსაც არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის, შინაარსი, ასოციაცია, სიმარტივე და ა.შ. ამ მხრივ, ჯინი, როგორც გმირი ყველას წარმოსახვაში სურვილების ასრულებასთან, ჯადოსნურ თავგადასავლებთან და ცალსახად კარგ ემოციებთან ასოცირდება. შესაბამისად, ეს სახელწოდება ჩვენი გვერდისთვის, რომელიც სწორედ „ინატრე და მოგეცემას“ პრინციპზეა აგებული, ძალიან ლოგიკური აღმოჩნდა“.

აღსანიშნავია, რომ „ჯინი“ ბაზარზე საკმაოდ აქტიურად იმკვიდრებს თავს და სამომავლოდ როგორც ასორტიმენტის, ისე გავრცელების არეალის გაფართოებას გეგმავს. ამჟამად ბრენდი გაყიდვებს სოციალური ქსელის მეშვეობით ახორციელებს. „ჯინის” სამკაულების ნახვა შეგიძლიათ მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები