LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კარანტინის ხანგრძლივობა, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

679
home-quarantine

საბერძნეთის მთავრობას სურვილი აქვს, საქართველოსთან საზღვრების გახსნის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს. საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ხარის თეოხარისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოძებნოს გზები საზღვრების გახსნის პროცესის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. ხარის თეოხარისის თქმითვე, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ქვეყნებს შორის საზღვრები გახსნილი არ არის.

ამ საკითხს Euronews Georgia-ს პირდაპირ ეთერში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო აფასებს საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერას. რაც შეეხება ფრენების აღდგენას და საზღვრების გახსნას, თურნავა ამბობს, რომ საქართველო ეტაპობრივად ხსნის ფრენებს. თავიდან იყო სრული შეზღუდვა, ახლა უკვე სექტემბერის თვის განმავლობაში 90-ზე მეტი ფრენა სრულდება.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერას. როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყანაში, რომელსაც უსაფრთხო ქვეყნები დაერქვა, იცით, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროსგან. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. რაც შეეხება საზღვრების გახსნას, პრაქტიკულად ჩვენ დღესაც გვაქვს საზღვრები გახსნილი, უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში ჩვენ ყურს ვუგდებთ ჩვენი ეპიდემიოლოგების რჩევებსა და რეკომენდაციებს. სხვადასხვა ტიპის ღონისძიება არის დაწესებული: ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების შემთხვევაშიც ჩვენ აუცილებლად ვითხოვთ Pcr ტესტის პასუხს და თუ ასეთი არ აღმოაჩნდა ვიზიტორს, ადგილზე ვუტარებთ Pcr ტესტირებას; არის ქვეყნები, საიდანაც აუცილებელია კარანტინის გავლა, რომლის ხანგრძლივობაც შევამცირეთ 14-დან 8 დღემდე, მაქსიმალურად კომფორტული რომ იყოს. ვადევნებთ თვალყურს სხვადასხვა მეცნიერის მოსაზრებას და თუ შესაძლებელი იქნება, კიდევ მეტად შევამცირებთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა Euronews Georgia-ს ეთერში.

Wizz Air და Ryanair ბრუნდებიან - ფრენები რამდენიმე კვირაში განახლდება

რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება

მისივე განმარტებით, რაც შეეხება ფრენების სრულად აღდგენას, ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გახსნის საზღვრებს სხვადასხვა ქვეყნებთან.

„სექტემბრის თვის განმავლობაში 90-ზე მეტი ფრენა შესრულდება . დავიწყეთ ისევ რეგულარული ფრენების აღდგენა, თავიდან ეს არის ორიენტირებული ე.წ ჰაბ ქალაქებზე, რომლებიც საერთაშორისო მაგისტრალებზე მდებარეობს და საიდანაც არა მარტო იმ ქვეყნიდან ჩამოდიან ვიზიტორები, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც იკრიბებიან“,- ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები