LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კერძო სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა გასამმაგდა – პრესტიჟულ უბნებში ბინების გაყიდვა შემცირდება

199
ipiccy-image

კერძო სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით გასამმაგებულია, – ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირალი როსტომაშვილი აცხადებს. ის ამბობს, რომ ამ ტენდენციის პარალელურად შემცირდება ბინების გაყიდვა ე.წ პრესტიჟულ უბნებში.

საკითხზე როსტომაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბოლო წელს პანდემიიდან გამომდინარე, თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე როგორიც არის: წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, ოქროყანა – სამშენებლო ნებართვებზე მოთხოვნა გასამმაგდა.

„ძალიან დიდი მოთხოვნაა ქალაქიდან გასვლაზე და კერძო საცხოვრებელ სახლზე. კერძო სახლის აშენება დაახლოებით იგივე ჯდება, რაც თბილისში 60 კვადრატული ბინის ყიდვა. ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ამ დასკვნამდე მივიდა და ძალიან დიდი მოთხოვნაა ქალაქიდან გასვლაზე, რასაც მივესალმები“,- აღნიშნა დეველოპერმა.

ირაკლი როსტომაშვილი ფიქრობს, რომ მაქსიმალურად შემცირდება ე.წ პრესტიჟულ უბნებში კორპუსებში ბინების მსურველთა რიცხვი და გაიზრდება გარეუბნებში კერძო სახლებისა და დახურული კომუნების ტიპის დასახლებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები