LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ხორბლის შემოტანაზე დაწესებული რეგულაციის გაუქმებას ითხოვენ

310
20180911200730

საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანებულების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ქვეყანაში არეგულირებს ხორბლის შემოტანას და გატანას მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით. ასოციაციაში ამბობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავალის შემცირების გამო, ქვეყანაში მხოლოდ კონკრეტული გზებით შემოტანილი ხორბლის ფასი კიდევ უფრო გაიზარდება, რაც შემდეგ, პურის ფასზეც აისახება.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, დროის მოკლე მონაკვეთში გამოქვეყნდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევები, რომელიც ეხება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავალის პრობლემებს და მის გავლენას საქართველოს ბაზარზე, ბუნებრივია კვლევებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან შეეხება ქვეყნისათვის სასურსათო უსაფრთხოების მთავარ კომპონენტს ხორბალს, შესაბამისად აქედან გამომდინარე ისეთ სოციალური პროდუქტების ფასს როგორიცაა ფქვილის და პურის ფასი და მისი შემდგომი სტაბილურობა, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოება და ხარისხი .

კვლევებში ერთ-ერთ მიმართულებად აქტიურად განიხილება ხორბლის იმპორტის სამანქანო, სარკინიგზო და ზღვით შემოტანის დივერსიფიცირება და კონკურენტული გარემო .

ამ კონტექსტში ტელე და საინფორმაციო საშუალებებში კვლავ აქტიურად განიხილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტო ბრძანება №314, რომელიც არეგულირებს ხორბლის შემოტანას და გატანას მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების მეშვეობით.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ აღნიშნულმა ბრძანებამ 2018 წლის სექტემბრის თვეში ავტომანქანით ხორბლის გადამზიდავთა პროტესტი გამოიწვია და ბრძანების ძალაში შესვლა გადავადებულია 2019 წლის 1 ოქტომბრამდე.

აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით, დიდია ტელე და საინფორმაციო საშუალებების ინტერესი და მათ შორის ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანიებს ხშირად თხოვენ კომენტარებს მხარს უჭერენ თუ არა აღნიშნულ ბრძანებას.

უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა სხვადასხვა დროს არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ინტერვიუებში თუ სტატიებში. თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩანია კიდევ ერთხელ ოფიციალურად განვაცხადოთ:

საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს ბაზარზე სწორი კონკურენციის პირობებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს, შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყნის ხორბლით მომარაგება ხორციელდებოდეს ყველა სახის-სამანქანო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტო ბრძანება №314 -სთან მიმართებაში, სთხოვს ფინანსთა სამინისტროს ბრძანების საერთოდ გაუქმებას (და არა გადავადებას), რათა იგი არ გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი ერთის მხრივ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის იმპორტით დაკავებულ კომპანიებს შორის ურთიერთობის და მეორე მხრივ მთავრობასა და კომპანიებს შორის დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასთან მიმართებაში სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების.

ამასთან ერთად განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ხორბალი და მისგან წარმოებული პროდუქცია, ფქვილი და პური იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და შეესაბამებოდეს სტანდარტებს და ამასთან დაკავშირებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.

საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეებს დარგში დასაქმებულ კომპანიებს, მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისაკენ და მზადაა ჩაერთოს ნებისმიერ ფორმატში თუ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აიღოს პასუხისმგებელობა, ქვეყნის წინაშე მდგომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხების გადაწყვეტაზე, როგორიცაა:

– ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება;

– ხორბლით სტრატეგიული მომარაგების შექმნა;

– მოწოდების სტაბილურობა და დივერსიფიცირება;

– სწორი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბება;

– ხორბლის, ფქვილის და პურის ფასების სტაბილურობა;

-უსაფრთხო, ხარისხიანი და სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის არსებობა ბაზარზე“, – ნათქვამია იმ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები