LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია შემოვა, რომელიც ბევრ ქართველს დაასაქმებს

240
ვაკანსია-დასაქმება

საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ამერიკული კომპანია გამოჩნდება, რომელიც საკმაოდ ბევრ ადგილობრივს დაასაქმებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. ნათია თურნავას თქმით, უცხოური კომპანიების მხრიდან, საქართველოთი დაინტერესების მიზეზი, საგადასახადო კოდექსში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცვლილება, რომელიც საგადასახადო სისტემაში შევიდა საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან დაკავშირებით. ამის მიხედვით, IT  და არა მარტო IT კომპანიებს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 5%-მდე შეუმცირდათ. ამის შედეგად ვხედავთ, რომ პირველად საქართველოში ძალიან მსხვილი კომპანია “ეპამი” შემოვიდა, რომელიც 1000-მდე ადამიანს ასაქმებს. ამ დღეებში საქართველოში კიდევ ერთი ახალი ამერიკული კომპანია შემოდის. ძალიან მალე გავაჟღერებთ მის სახელს. ის დაასაქმებს ძალიან ბევრ ქართველ სპეციალისტს”,- განაცხადა მინისტრმა.

ამერიკული კომპანიის ვინაობას ნათია თურნავა ჯერჯერობით არ ასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები