LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

53
8კორონავირუსი

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 464-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულების 454-ით გაიზარდა. სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებლები ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსმა ქვეყანაში კიდევ 7 ადამიანი იმსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 15649 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8002, PCR ტესტით – 7647.

4 აპრილის სრული Covid-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 283833 , ბოლო 24 საათში – 464

მათ შორის გამოჯანმრთელებული – 274599 , ბოლო 24 საათში – 454
მათ შორის გარდაცვლილი – 3811 , ბოლო 24 საათში – 7

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 15649, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8002, PCR ტესტით – 7647

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,97%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,01%

კარანტინის რეჟიმში – 243

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1822

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 231

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 57, იმერეთი – 28, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 23, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, კახეთი – შვიდი, მცხეთა-მთიანეთი – ათი, სამცხე-ჯავახეთი – ნული, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397, საიდანაც, 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 853, აჭარაში – 266, იმერეთში – 306.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში – 147, აჭარაში – 37, იმერეთში -80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – სამი, იმერეთში – ექვსი. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 – თბილისში, 85 – აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები