LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 3 შემთხვევა დადასტურდა: გამყრელიძე

921
amiran

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მანვე განმარტა განმარტა, რომ  3 ადამიანს მუტირებული შტამი დაუდასტურდა, ხოლო ასევე გამოვლენილია 31 პირი, რომელიც ამ სამ პირთან არის დაკავშირებული და დიდი ალბათობით მათ შემთხვევაშიც შტამები არის მუტირებული.

„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, თუ სწორად მახსოვს 31 ადამიანია, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შედეგები გარკვეულწილად დამამშვიდებელია, დადებითობის მაჩვენებელი არც ერთ ჯგუფში არ ჭარბობს ერთ პროცენტს: გამყრელიძე ეპიდსიტუაციას აფასებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები