LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 პაციენტი გარდაიცვალა

107
-22-2020-12-14-06-59-27-185844

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 629, გარდაიცვალა კი 3038 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები