LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 დაავადდა, 3 კი განიკურნა

83
analizebi-2020-06-27-18-05-04-723487

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 828-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3569 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –199.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები