LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდვაქცინა 146 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიკეთა, სრულად ვაქცინირებულია 74 495 ადამიანი

102
715x400 (1)

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო  221 156 აცრა ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სრულად აცრილია 74 495, ხოლო ერთჯერადად აცრილია 146 661 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდვაქცინა გაიკეთა 4 302-მა პირმა.

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

მოქმედებს ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც, რომელზეც, 17 ივნისის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 120 ათასზე მეტი მსურველი.

რაც შეეხება განახლებულ კოვიდსტატისტიკას, დღეს მონაცემები ასე გამოიყურება:

გამოვლინდა კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 945 და გარდაიცვალა 18 პაციენტი.

 

პოპულალურები