LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კრიპტოვალუტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

99

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებისთვის ფინანსური დანაშაულის გამოძიების და კრიპტოვალუტის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 17-18 აპრილს გამართულ ტრენინგს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურის ექსპერტი, ჯეიმს დანიელსი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოძიებული კონკრეტული ქეისები გააცნო.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ფანოზიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

„ბოლო წლებში კრიპტოვალუტის პოპულარობა და მასზე მოთხოვნა მსოფლიოს მსგავსად საქართველოშიც გაიზარდა. კრიპტოვალუტა მაღალი რისკის შემცველ ინვესტიციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფულის შესახებ. ეს დაეხმარება მათ ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების პროცესში,“ – განაცხადა ვაჟა ფანოზიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები