LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, ივლისში დაიწყება: გამყრელიძე

47
Untitled design (4)

საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინზე თქვა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მასობრივი იმუნიზაციის პროცესი მაშინ დაიწყება, როცა მარაგში იქნება ვაქცინის, სულ მცირე,  ნახევარი მილიონი დოზა:

“მასობრივი აცრები ჩვენთან, დიდი ალბათობით, დაიწყება ივლისში, როცა გვექნება შესაბამისი დოზები, სულ მცირე მარაგში გვექნება ყოველთვის ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა 1 000-ზე მეტია, თუმცა იმისათის, რომ გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნას, საჭიროა 3-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა.

პოპულალურები