LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, მათ შორის თბილისის შემოგარენში პირველი თოვლი მოვიდა (ფოტოები)

622
78063273-2566704663573949-8523286882933538816-o

სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა და თბილისის შემოგარენში : კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში მოთოვა. პირველი თოვლი მოვიდა ასევე კახეთშიც.

რაც შეეხება გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. საჭირო გახდა გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გასუფთავება. გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. კომპანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრასნპორტით გადაადგილებისკენ თავი შეიკავონ. 

მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, ცივი და ნალექიანი ამინდები 25 ნოემბრამდეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +3+5 გრადუსამდე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები