LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მგზავრებს ტაქსიში ფეხსაცმელი და სკუტერიც კი რჩებათ – გაეცანით სხვა ნივთების სიასაც

101
Blog-Car+Theft-2019.$blog-image-desktop$

„ყველაზე ხშირად მგზავრებს ავტომობილში მობილური ტელეფონები რჩებათ, შეტყობინებების საერთო რაოდენობიდან 27% სწორედ მობილურის დაკარგვაზე შემოდის“, – ამის შესახებ ტაქსის გამოძახების კომპანია „მაქსიმი“ აცხადებს.

ამ უკანასკნელმა იმ ნივთების რეიტინგი შეადგინა, რომელიც მგზავრებს ყველაზე ხშირად რჩებათ ტაქსიში. ამ რეიტინგის მიხედვით, მობილური ტელეფონის შემდეგ მეორე ადგილზეა საფულე 8%-ით და გასაღები -7.5%-ით. სხვა დაკარგული ნივთების პროცენტული გადანაწილება ასეთია: საბანკო ბარათები და სხვადასხვა ტიპის საბუთები – 5%, სათვალე 4%, ჩანთები ან ზურგჩანთები 4%. აღსანიშნავია, რომ მგზავრებს ავტომობილში არამარტო მცირე ზომის, არამედ ისეთი ნივთებიც კი რჩებათ, როგორებიცაა: საბავშვო სკუტერი, გიტარა, ქოლგა და ფეხსაცმელი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, იანვრიდან დღემდე ავტომობილში ნივთის დარჩენის შესახებ მათთან სულ 2422 შეტყობინება შევიდა. აქედან უმეტესობა ბათუმზე მოდის, პროცენტულად ზღვისპირა ქალაქში ასეთი შემთხვევების 37.4% ფიქსირდება. მეორე ადგილზე თბილისია 30.1%-ით, მესამეზე ქუთაისი – 17.5 %-ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები