LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში მოგზაურობისას, მხოლოდ ორი ქართული სიტყვა დამჭირდა” – Forbes-ის ჟურნალისტი

გავლენიანი გამოცემა Forbes-ის ჟურნალისტი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: რატომ არის საქართველო შემდეგი, საკვებისა და ღვინისთვის საუკეთესო დანიშნულების ადგილი.

“ფორტუნა” სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

 

იმისთვის, რომ საქართველოს (ქვეყნის) გარშემო მოგზაურობით დავმტკბარიყავი, მხოლოდ ორი ქართული სტყვა ვისწავლე: მადლობა და გაგიმარჯოს.

სხვა ფრაზები მქონდა მომზადებული, მაგრამ ულევი საკვების, ღვინის და იმ ჭეშმარიტი სითბოს შემდეგ რაც 3 დღიანი მოგზაურობისას გზაზე შემხვდა, სხვა სიტყვები არ დამჭირვებია.

ამის მიუხედავად, მგონი, ხალხი ვერ მიხვდა, რომ ქართველი არ ვიყავი.

მსოფლიოში სტუმართმოყვარეობის გაგება საქართველომ სრულიად შეცვალა – არის სტუმართმოყვარეობა და არსებობს ქართული სტუმართმოყვარეობა.

ასე რომ, თქვენი შემდეგი ღვინის, საკვების ან კულტურული ტურისთვის, საქართველო საუკეთესო ადგილია.

გეტყვით მთავარ მიზეზებს, რატომ დაიწყებთ ყველგან “მადლობა” და
გაუმარჯოს” თქმას.

 

საკვები

არ მიუჯდეთ მაგიდას ქართველებთან წასვლის სტრატეგიის გარეშე. სახლში თუ რესტორანში, კერძები მოდის და მოდის – საერთოა ასევე, კერძების თეფშების ერთმანეთზე დალაგების ჩვევა.

ქართველებისთვის, სტუმარი ღმერთის საჩუქარია და გყავდეს სტუმარი შენს მაგიდასთან ეს ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და სიამოვნებაც.

არის რაღაც, რაც საქართველოში ჩასულ ყველა საკვების მოყვარულს გაახარებს – საქონლისა და ფრინველის ხორცის, ასევე ვეგეტარიანული კერძების სიუხვე.

სადაც არ უნდა წახვიდეთ, პომიდორისა და კიტრის სალათს, ყველს და უგემრიელეს პურს (თონის პურს) ყველგან იპოვით.

საქართველო იტალიას ჰგავს. ორივე რეგიონს აქვს მისთვის დამხასიათებელი კერძები, საქართველოში ესენია: ხინკალი, ხაჭაპური, შემწვარი წიწილა ან ქათამი, აჯაფსანდალი და ა.შ.

 

ღვინო

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, ღვინის კულტურის თვალსაზრისით. აქ ღვინოს ყოველთვის ამზადებდნენ. ბოლო წლებში ქართულმა ღვინომ სერიოზული საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ორი მთავარი ჯიშის საფერავისა და რქაწითელის ღვინის სახეობების გაცნობის შემდეგ, ხვდები რომ ღვინისმცოდნეობისგან ჯერ კიდევ შორს ხარ.

საქართველოში ძირითადად, ამ მხრივ, მცირე ოჯახური ბიზნესი აქვთ (ევროპისგან განსხვავებით). მათი უმეტესობა ორგანულ და ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს. ძირითადად კი მას ტრადიციულ ჭურჭელში ქვევრში აძველებენ, რომელიც მათ ეზოებში ან მარნებშია განთავსებული.

 

თბილისი

საქართველოში მოგზაურობა ძირითადად თბილისიდან იწყება. ეს საქართველოს დედაქალაქია – ადგილი, სადაც შეგიძლიათ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოში ჩაეფლოთ.

სურსათისა და ღვინის გარდა, თბილისს სანახაობრივი მხარეც შესანიშნავი აქვს.

ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობისას უძველესი ეკლესიების, ულამაზესი არტ გალერიებისა და მაღაზიების დათვალიერება შეგიძლიათ. მშიერი აქაც ვერ დარჩებით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველ კუთხეში დაინახავთ ტრადიციულ ჩურჩხელას.

თბილისი ცხელი აბაზანების მთაზე აშენდა. ასე რომ აქ გოგირდის ცხელი აბაზანების მიღება შესანიშნავი იდეაა. მათი უმეტესობა აბანოთუბანშია განთავსებული. აქ მეოთხე საუკუნეში აშენებულ აბანოებსაც კი ნახავთ.

ეკლესიები აქ განსაკუთრებულ სანახაობას წარმოადგეს. თუ მათ დათვალიერებას გადაწყვეტთ მეტეხიდან დაიწყეთ, რომელიც მტკვარს გადაჰყურებს და რომელიც უამრავჯერ დაანგრიეს და ააშენეს. აღსანიშნავია, ასევე რომ ეკლესიის ეზოში მეფე ვახტანგ გორგასლის უდიდესი ძეგლი დგას.

ასევე უნდა ნახოთ ანჩისხატის ბაზილიკა, რომელიც მეექვსე საუკუნეშია აშენებული.

 

სტატიის ბოლოს დაანონსებულია, რომ მალე Forbes-ის გვერდზე მისი მეორე ნაწილიც გამოქვეყნდება.

 

თამთა უთურგაშვილი