LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევისთვის ჯერ არც ერთი ბიზნესსუბიექტი არ დაჯარიმებულა

84
mtsvane-pasporti-w-h

შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის, მაია მიქაიას განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევისთვის, ამ დროისთვის, არც ერთი ბიზნესსუბიექტი არ დაჯარიმებულა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც მიქაიას ესაუბრა.

მისი განმარტებით, ჯერჯერობით, მთელი საქართველოს მასშტაბით სარეკომენდაციო სახის შემოწმებები მიმდინარეობს, თუმცა შემდგომში, დარღვევის დაფიქსირებისას გამოყენებული იქნება სანქცია, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები