LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნატოს მასშტაბური წვრთვნები ჩატარდება

365
epa07440034 Georgian soldiers during the graduation ceremony at the NATO-Georgia Joint Training and Evaluation Centre in Krtsanisi outside Tbilisi, Georgia, 15 March 2019. Between March 18 and 29 'NATO-Georgia Exercise 2019' will take place in Georgia, according to Georgian Ministry of Defense.  EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს მასშტაბური სწავლება „Defender 2020“ გაიმართება. ეს არის ევროპაში აშშ-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები, რომელიც 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში 10 ქვეყანაში ჩატარდება. მათ შორის, გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში.

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ-ორკ თაიმსი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, წვრთნებში 20 000 ამერიკელთან ერთად 8 000 ევროპელი სამხედროც ჩაერთვება. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული სამხედრო კონტიგენტი ევროპის ტერიტორიაზე განთავსდება.

წვრთვნების მიზანი ნატოს სამხედრო მზადყოფნის გაზრდა და პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან გამკლავებაა. აღნიშნული სასწავლო წვრთვნა ყველაზე მასშტაბური იქნება.

 

ნატოს უახლესი წვრთნები საქართველოში 27 ივლისიდან 9 აგვისტომდე მიმდინარეობდა. რიგით მეცხრე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში Agile Spirit 2019 (მტკიცე სული 2019) ჩართული იყო ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყანა და 3000-ზე მეტი სამხედრო პირი. საქართველოს გარდა მასში მონაწილეობდნენ: აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები