LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება

16821
sveti1

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის ლაშა კილაძის ინფორმაციით, ჩინური კომპანია საქართველოში ორ ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს. მისივე თქმით, “პროექტი უკვე შეთანხმებულია ქვეყნის ხელისუფლებასთან”.

კილაძე მნიშვნელოვანს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის პროგრამების გაუმჯობესების მიზნით, პროცესში ჩართული არიან  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები.

მისივე თქმით, დღეს ბევრი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტია საავადმყოფოში, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს.

“მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს ესმოდეთ, რომ მკურნალობა არ მიმდინარეობს მხოლოდ საავადმყოფოში და ეს იზოლაცია არ არის ყველაზე ეფექტური მეთოდი მკურნალობის პერიოდში. პირიქით, უმჯობესია თუკი პაციენტი იქნება ნაცნობ გარემოში, მის ოჯახის წევრებთან ერთად“, – აღნიშნა კილაძემ.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, აუცილებელია საზოგადოებაში აქტიური კამპანიის ჩატარება, განსაკუთრებით სკოლებში, რადგან მოზარდები უფრო მეტად ტოლერანტულები გახდნენ მათ მიმართ.

 

წყარო: პია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები