LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა

e

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

2018 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებია: ნიდერლანდი – 15.4 პროცენტით, კორეა – 12.5 პროცენტით და აზერბაიჯანი – 10.3 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა კი (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებმიხედვით) 2018 წლის III კვარტალში 48.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა და 56.5 მლნ. აშშ დოლარსმიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 54.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი 46.3 მლნ. აშშ დოლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები