LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში “პლაქვენილით” კორონავირუსით ინფიცირებულებს აღარ უმკურნალებენ

211
920862e8-2a45-4ea2-a0f2-db78d93ba1c8

საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს პრეპარატ “პლაქველინით” აღარ უმკურნალებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სწავლობს და სანამ საბოლოო დასკვნას არ დადებს, მკურნალობის პროცესში ამოღებული იქნება.

“პლაქვენილი” გამოვიყენეთ, რამდენადაც იყვნენ მძიმე პაციენტები, მაგრამ ყველა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გამოცხადებული და ისტორიაში აღნიშნულია. გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა იყო უამრავი თანმხლები დაავადებებით. ყველა ეს პაციენტი, რომელიც საქართველოში გარდაიცვალა, იყო ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. რაც შეეხება “პლაქველინს”, არცერთი სერიოზული გართულება ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ მედიკამენტმა არ შეიძლება მოგვცეს გართულებები ისევე, როგორც ნებისმიერმა სხვა მედიკამენტმა. დღეს ფავორიტად მიჩნეული “რემდესივირი”, რომელიც ყველაზე იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნევა, კვლევებშიც უამრავი გვერდითი მოვლენები ფიქსირდება. არსად თქმულა, რომ “პლაქველინი” იყო გარდაცვალების მიზეზი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფი სწავლობს თუ რა გართულება იყო, რამდენად სერიოზული იყო და რამდენად არის ეს მიზეზი იმისთვის, რომ “პლაქვენილი” ამოიღონ კვლევიდან. ჯერჯერობით ის დროებით არის ამოღებული. საქართველოში “პლაქვენილი” კვლევაში ჩართული არ იქნება, ვიდრე არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის განცხადებით, იმ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდებოდა. ეს სტატისტიკა პრეპარატის უსაფრთხოებაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდა, ამიტომ ჯანმომ პლაქველინის კვლევებში ჩართვა დროებით შეაჩერა.

პოპულალურები