LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ქიმიოთერაპია გაუკეთეს პაციენტს, რომელსაც საფრანგეთში სიმსივნე არ დაუდგინდა

826
unnamed (4)

თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გიორგი ბობოხიძემ 2017 წლის დასაწყისში გარკვეული ტიპის ჩივილით მიაკითხა, სადაც გადაწყდა, რომ პაციენტს შესაბამისი კვლევები უნდა ჩატარებოდა. ანალიზების ლაბორატორიული შემოწმებით, გიორგის სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს, რომელიც სასწრაფო ოპერაციას, შემდეგ კი ქიმოთერაპიის კურსს ითვალისწინებდა. პაციენტს შესაბამისი ქირურქგიული ჩარევით, მოაშორეს სიმსივნური წამონაზარდი. ახალგაზრდა კაცს ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს. გარკვეული დროის შემდეგ კი გიორგიმ ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება საზღვარგარეთ გადაწყვიტა. ყველა საჭირო საბუთის მომზადების შემდეგ, პაციენტი საფრანგეთში გაემგზავრა.

როგორც გიორგი “ფორტუნას” უყვება, პირველადი დათვალიერებით, მიმღებმა ექიმმა, სიმსივნის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.

“როდესაც ექიმმა შემამოწმა, დამათვალიერა, თქვა, რომ მე არანაირი სიმსივნის ნიშნები არ მქონდა, თუმცა ამის დასამტკიცებლად საჭირო იყო რამდენიმე შესაბამისი კვლევის ჩატარება. სულ 9 თვე დავყავი საფრანგეთში, აქედან 4 თვეზე მეტ ხანს დიაგნოსტირება მიტარდებოდა. ტომოგრაფია 4-ჯერ გადავიღე, 2-ჯერ ექოსკოპია, რამდენიმე სხვა სახის ანალიზი, რომელიც რამდენჯერმე ლაბორატორიულად გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ მე არანაირი სიმსივნე არ მაქვს. ექიმმა მითხრა, რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი. საქართველოში კი ქიმოთერაპია გამიკეთეს, ისეთი წამალი, რაზეც საფრანგეთში ექიმმა მითხრა, რომ მსგავს პრეპარატს 10 წელზე მეტია არავინ იყენებს. ის, რაც საქართველოში გამიკეთეს, საფრანგეთში ცხოველებს უკეთებენ. ჩემს ორგანიზმში სიმსივნის არანაირი ნიშან-კვალიც კი ვერ ნახეს. ჩემი ანალიზები საფრანგეთში ორ სხვადასხვა კლინიკაში გადავამოწმეთ და პასუხი ერთიდაიგივეა – მე სიმსივნე არ მქონია”, – ამბობს გიორგი.

ექიმის დიპლომი – 2 კამეჩის, ხოლო იურისტის დიპლომი – 3 ტომარა თხილის ფასად: 90-იანი წლების წითელი დიპლომები

გიორგიმ აღნიშნა, რომ ფრანგმა ექიმმა დაუშვა შესაძლებლობა – ოპერაციის შედეგად ამოჭრილ წამონაზარდში ყოფილიყო სიმსივნის ნიშნები, თუმცა მისივე თქმით იგივე ვარიანტი გამოირიცხა მაშინ, როცა ექიმმა გაიგო, რომ ოპერაციიდან მხოლოდ ერთი თვე იყო გასული. ამ შემთხვევაში საჭირო ქიმიოთერაპიის კურსი კი ბოლომდე ჩატარებულიც არ მქონდა. ამიტომ შეუძლებელი იყო ორგანიზმში არ დარჩენილიყო არაფერი, ვინაიდან ძალიან მცირე დრო იყო გასული.

“ვიცი, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა, დიაგნოსტირება, მკურნალობა და ა.შ. არის დაკავშირებული დიდ თანხებთან, მაგრამ დამიჯერეთ, უფრო ნაკლებს გადაიხდით საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად საზღვარგარეთ, ვიდრე საქართველოში. აქ მე გამიკეთეს ქიმიოთერაპია მაშინ, როცა სიმსივნე არ მქონია. საფრანგეთში მითხრეს, რომ ის დიაგნოზი, რაც საქართველოში დამისვეს, ქიმოთერაპიით არ იკურნება. სამართლებლივი დავის წამოწყებას ვაპირებდი, საქმე სტრასბურგში უნდა წამეღო, მაგრამ ვიცი, რომ აზრი არ აქვს. ამით ქართველ ექიმებს ვერც ცოდნას მოვუმატებ და ვერც გამოცდილებას”, – აცხადებს გიორგი ბობოხიძე.

ამ დროისათვის გიორგი ბობოხიძე საქართველოშია. გვიყვება, რომ სრულიად ჯანმრთელია.
“ფორტუნასთან” საუბარში მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი დღემდე უჭირს, მაგრამ მისი თქმით, საჭიროა გასაჯაროვდეს მსგავსი შემთხვევები – “მერე იქნებ ნაკლები შეცდომები დაუშვან ექიმებმა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები