LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ქონებას რუსეთის 22 ათასზე მეტი მოქალაქე ფლობს

74
251999137_0_0_3244_1835_1920x0_80_0_0_4b649ccbed4521ff24b7512e6bdbd7af

იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის კითხვაზე გაცემული პასუხიდან ცნობილი ხდება, რომ 2022
წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ქონებას რუსეთის 23 ათასამდე მოქალაქე ფლობს.

სამინისტროს განმარტებით, საუბარია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე და არა იმ პირებზე, რომლებიც პარალელურად საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობენ.

“ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ 2022 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის 22 719 (ოცდაორი ათას შვიდას ცხრამეტი) მოქალაქე. ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში პირადი/პასპორტის ნომრით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით.

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში აისახება საქართველოს მოქალაქის საპასპორტო/პირადი მონაცემები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაციის მითითების გარეშე; შესაბამისად, თანადროულად საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე პირის იდენტიფიცირება არსებული ბაზით ვერ ხორციელდება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სადეპუტატო კითხვაში არ იყო დაკონკრეტებული თუ როგორ შეიცვალა რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რაოდენობა გასული წლების განმავლობაში. ასევე არ არის დაკონკრეტებული თუ როგორ ნაწილდება ეს ქონება სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით (ბინები; არასასოფლო სამეურნეო მიწები).