LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია

98
3466

სექტორი განადგურებულია, საქართველოში რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია, – ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე აცხადებს. მისი თქმით, 10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს.

როგორც გაბრიჩიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ქუჩაში ხშირად შეხვდებით ობიექტებს, სადაც გარედან აწერია „ქირავდება“. მისივე განმარტებით, ჯამში, სარესტორნო ბიზნესი მოკვდა, გაკოტრდა.

„ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს იჯარის თანხას ვერ უხდიდნენ. ამიტომაა, რომ ქუჩაში ხშირად შეხვდებით ობიექტებს, სადაც გარედან აწერია „ქირავდება“. დაცლილი აქვთ ფართები, გაშვებული ჰყავთ თანამშრომლები სახლში და ის რესტორანი აღარ არსებობს,“ – ამბობს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები