LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

14042016-3

საქართველოში 2018 წლის დეკემბერში, ამავე წლის წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი გაიზარდა. ზრდამ 70 თეთრი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 175 ლარი შეადგინა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 174.3 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებითვე, 2018 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, გაზრდილია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 155 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 293.6 ლარით განისაზღვრა.

ცნობისთვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები