LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა

94
minimumi

2021 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 224.2 ლარი იყო, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 0.5 თეთრით შემცირდა და 223.7 ლარი შეადგინა.

ამასთან, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში 0.4 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.1 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები