LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება

144
yazbegi

სასტუმრო სექტორის აღდგენა პირდაპირ კავშირშია ვაქცინის ეფექტურ დისტრიბუციასთან და ამასთან, კრიზისით გამოწვეული პესიმიზმისა და უნდობლობის დაძლევასთან. ჩვენი პროგნოზით, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება,– ამის შესახებ ნათქვამია საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ის 2020 წლის შეჯამებაში, სადაც მომდევნო წლების პროგნოზებზეცაა საუბარი.

კომპანიის ცნობით, არსებობს ტურიზმის სწრაფი აღდგენის გარკვეული მოლოდინიც.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასვენების მიზნით მოგზაურთა წილი საერთო ტურიზმის 40-43%-ია, ბიზნეს ტურიზმის კი მხოლოდ 6-8%. დასვენების მიზნით მოგზაურობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნეს ტურიზმზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ტურისტების 70-75% ხმელეთით გადაადგილდება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ავიამიმოსვლის ხარვეზების მიუხედავად, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. და ბოლოს, ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში, აქტუალური იქნება არახალხმრავალი ადგილები, საქართველოს, კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში“, – აცხადებენ Cushman & Wakefield Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, სასტუმრო სექტორს მოუწევს მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტირება. კერძოდ, მომსახურე პერსონალთან კონტაქტების შემცირება და მათი ჩანაცვლება მაღალტექნოლოგიური ელემენტებით პრიორიტეტი გახდება მომავალი ტურისტებისთვის.

„აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, გამოიწვევს საოპერაციო ხარჯების ზრდას. სხვადასხვა კვლევების თანახმად, ეკონომ კლასის სასტუმროები გაცილებით სწრაფად დაუბუნდებიან მუშაობის ჩვეულ რიტმს, ვიდრე საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები. საინტერესოა, ამ მხრივ, როგორ განვითარდება მოვლენები თბილისში. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სექტორის საქმიანობა ნაკლებად გამჭვირვალეა, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი სასტუმრო განაახლებს მუშაობას თბილისში ტურიზმის აღდგენისთანავე“, – წერია Cushman & Wakefield Georgia-ის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები