LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროებში განთავსება გაიაფდა

SANYO DIGITAL CAMERA

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 11.2%-ით შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია PMCG ავრცელებს. მათივე ცნობით, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად თბილისში (-13.1%), კახეთში (-12.5%) და შიდა ქართლში (-12.5%) შემცირდა.

საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის ნოემბერში, ოქტომბრის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა. საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 11.7%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად თბილისში და ქვემო ქართლში შემცირდა. 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა არც ერთ რეგიონში არ დაფიქსირდა.

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 7.1%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში და შიდა ქართლში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა. თბილისში კი აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 4.4% შეადგინა.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით0.1%-ით შემცირდა. მოცემულ პერიოდში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-14.7%) და კახეთში (-13.6%) შემცირდა. თბილისში სასტუმროების ფასების კლებამ 8.9% შეადგინა. 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით სასტუმროების ფასები მხოლოდ სამ რეგიონში გაიზარდა -აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში. მათ შორის აჭარაში ყველაზე მეტად-21.8%-ით.

საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 4.7%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (40.1%) და სამცხე-ჯავახეთში (20.6%) გაიზარდა. თბილისში, 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 3, 4 და 5* სასტუმროების ფასები 10.8%-ით შემცირდა.

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით3.7%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში (-17.6%) და ქვემო ქართლში (-13.4%) შემცირდა. მოცემულ პერიოდში, თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 2.2% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები