LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა: პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით შესრულდა

108
32712349-1660189574088897-7874210805024030720-o

დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა. რეისზე დაახლოებით 300 მგზავრი გამოცხადდა.

მატარებლით მგზავრობის მსურველებმა სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები დაიცვან:

მგზავრობის დაწყებამდე მოქალაქეები გაივლიან თერმოსკრინინგს.

ამასთან, ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი. ასევე სავალდებულოა ხელები დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარით.

მატარებლით მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება. მოქალაქე პირბადეს მგზავრობის განმავლობაში ვერ მოიხსნის.

აუცილებელია ასევე სოციალური დისტანციის დაცვა.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, ბილეთები წინასწარი დაჯავშნის სისტემით, ონლაინ შეიძინონ.

რკინიგზაში ასევე აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთითბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისივე განცხადებით, აღდგა მხოლოდ დღის ჩქაროსნული მატარებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები