LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სასტუმროში განთავსება გაძვირდა

176
1

2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. როგორც კვლევით ორგანიზაცია PMCG-ში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში სასტუმროს ფასების ზრდა, შესაძლოა გარკვეულწილად ავხსნათ გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 31.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტები – 32.6%-ით.

PMCG-ის ინფორმაციითვე, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა. 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 6.4%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტების რიცხვი 4.3%-ით.

რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროების საშუალო ფასებს:

2019 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 125 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 227 ლარი. აღსანიშნავია, რომ როგორც 3*, ასევე 4* სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი ფასები 2019 წლის იანვრის თვიდან მცხეთა-მთიანეთში ფიქსირდება. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 73 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 486 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 599 ლარი შეადგინა, აჭარაში – 471 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 385 ლარი, ხოლო კახეთში – 355 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები