LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავის მოხმარება შემცირდა

223
საწვავი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის იანვრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 74,7 ათასი ტონა, რაც 3,7 ათასი ტონით, ანუ 4,7%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით (78,4 ათასი ტონა).

მათ შორის, 2020 წლის იანვრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 42,0 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,7 ათასი ტონით ანუ 23%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 32,6 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,9 ათასი ტონით ანუ 18%-ით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის იანვრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 29,8 ათასი ტონა ანუ 70.9%;  A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 12,0 ათასი ტონა ანუ 28.5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,2 ათასი ტონა ანუ 0.5%.

ქვეყნების მიხედვით 2020 წლის იანვრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 23,2  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 22,3 ათასი ტონა (29,8%), თურქმენეთი – 10,6 ათასი ტონა (14,1%); ბულგარეთი – 8,5 ათასი ტონა (11,3%), თურქეთი – 3,7 ათასი ტონა (4.9%), საბერძნეთი – 3,6 ათასი ტონა (4,8%) და სხვ.

იანვრის თვეში ტრადიციულად საწვავის იმპორტი და მოხმარება ყოველთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია წლის სხვა თვეებთან შედარებით, აღნიშნული უკავშირდება საახალწლო სადღესასწაულო დღეებს, ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებს, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მნიშვნელოვნად კლებულობს. მომდევნო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები