LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავის მოხმარება შემცირდა

141
shutterstock-223069978

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 86,0 ათასი ტონა, რაც 17,5 ათასი ტონით, ანუ 25,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (68,5 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით, ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (85,2 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარმაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 398,9 ათასი ტონა, რაც 5,3 ათასი ტონით ანუ 1,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404,2 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 41,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,4 ათასი ტონით, ანუ 3,5%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა –  44,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,7 ათასი ტონით, ანუ 1,5%-ით).

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარმაისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან 136,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 73,4 ათასი ტონა (18,4%), აზერბაიჯანი – 65,3 ათასი ტონა (16,4%), თურქმენეთი – 46,7 ათასი ტონა (11,7%),ბულგარეთი – 31,6 ათასი ტონა (7,9%); საბერძნეთი -17,3 ათასი ტონა (4,3%),  ყაზახეთი – 17,1 ათასი ტონა (4,3%), თურქეთი – 9,1 ათასი ტონა (2,3%) და სხვა.

მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ფაქტობრივად არ შეცვლილა, რაც განპირობებულია ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტებზე Platts -ის მიხედვით, საერთაშორისო ფასის მნიშვნელოვანი კლებით, თუმცა მისი მოხმარება იგივე პერიოდთან მიმართებაში შემცირებულია, Covid-19-დან გამომდინარე, საშუალოდ 20%-ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები